ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-07-12

ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი აცხადებს სტატიების მიღებას


"ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი" აცხადებს სტატიების მიღებას მეორე ნომრისთვის

 

ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური, საერთაშორისო, რეფერირებადი, ბილინგვური ჟურნალია, რომელიც ეძღვნება ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროს აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს.

 

ჟურნალი აქვეყნებს ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე ინტერდისციპლინური სფეროებისთვის რელევანტურ, აქტუალური სამეცნიერო პრობლემების ამსახველ თეორიულ, მეთოდოლოგიურ და ემპირიულ- კვლევით სტატიებს.

 

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ემპირიულ კვლევებზე, რომლებიც ეფუძნება რაოდენობრივ, თვისებრივ და შერეულ მეთოდოლოგიას.

 

ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ მკვლევრებს მსოფლიოს მასშტაბით. წახალისებულია ერთობლივი საერთაშორისო პროექტების შედეგად განხორციელებული კვლევების ამსახველი სტატიები, რომელთაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადაპტირებისა და დანერგვის პოტენციალი გააჩნია და პასუხობს სხვადასხვა პოპულაციის, კულტურისა და საზოგადოების საჭიროებებს.

 

სტატიის წარდგენა ხდება ელექტრონულად ( იხ . ავტორის გზამკვლევი ).


მოხარული ვიქნებით, თუ გადაწყვეტთ სტატიის წარდგენას ქართულ ფსიქოლოგიურ ჟურნალში!

სტატიის მიღების ვადები: 11 ივლისი – 31 ოქტომბერი, 2019 .

ელფოსტა: gpj@tsu.ge 

ავტორებისთვის

რეცენზენტებისთვის

 

   



Call for Papers for Second Issue of Georgian Psychological Journal

 

The Georgian Psychological Journal (GPJ) is the official international bilingual peer review journal of the TSU Faculty of Psychology and Educational Sciences, and is dedicated to actual problems within Psychological disciplines.

 

The journal publishes empirical, theoretical, methodological, and practice-oriented articles covering topics relevant to actual problems of psychology and interdisciplinary studies.

 

Particular consideration is given to empirical articles using quantitative, qualitative, and mixed methodology.

 

The journal welcomes manuscripts from scholars throughout the world, including research from multi-site international projects and work that has the potential to be adapted to and implemented around the globe to address the needs of diverse populations, cultures, and communities.


 

We hope you will consider submitting your research to the Georgian Psychological Journal!

Submission Deadline: October 31, 2019

email: gpj@tsu.ge 

For Authors

For Reviewers

ISSN  2667–9027

© Tbilisi State University

Print

« იხ. ყველა სიახლე