2019-04-03

ფსიქოლოგია საქართველოში 101 წლისაა

1918 წელს საქართველოში იხსნება პირველი ქართული უნივერსიტეტი და მაშინვე დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით, იხსნება ფსიქოლოგიის კათედრა. 1923 წლიდან კათედრასთან არსებობს ფსიქოლოგიური ლაბორატორია, რომლის ბაზაზე იქმნება საყოველთაოდ ცნობილი დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია და საფუძველი ეყრება ე.წ. ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას. 1926 წელს თბილისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა თაოსნობით საქართველოში არსდება ფსიქოლოგთა საზოგადოება. საქართველოში ვითარდება ფსიქოლოგიის დარგები. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ფსიქოლოგია საქართველოში 101 წლისაა.

კონფერენცია ეძღვნება ფსიქოლოგიის საერთაშორისო დღეს. მისი მიზანია ფსიქოლოგიაში მეცნიერ-მკვლევართა შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება სამი სესია: სესია 1 - თეორია, კოგნიტური ფსიქოლოგია; სესია 2 - პიროვნების და კლინიკური ფსიქოლოგია;
სესია 3 - სოციალური ფსიქოლოგია
პროგრამის სანახავად მიჰყევით ბმულს:

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი №11
Print

« იხ. ყველა სიახლე