თამარ გაგოშიძის საჯარო ლექცია "დასწავლის სპეციფიკური დარღვევა"
29 ნოემბერს, 16:00 საათზე
,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში ნეიროფსიქოლოგი, პროფესორი
თამარ გაგოშიძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე „ დასწავლის სპეციფიკური
დარღვევა“.
ჩვეულებრივ, საგანმანათლებლო სისტემა, სწავლების
სტრატეგიები და სასწავლო მასალა ითვალისწინებს ბავშვის ასაკობრივ და ინდივიდუალურ
თავისებურებებს, ეს კი მათ საშუალებას აძლევს გაუმკლავდნენ მოთხოვნებს და
გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, რაც სასკოლო პერიოდში აკადემიურ მიღწევაში
აისახება. ამის მიუხედავად, ცხადია რომ ყველა ბავშვი ერთნაირად არ/ვერ
სწავლობს და ძალიან ხშირად გვხვდება აკადემიურ სფეროსთან დაკავშირებული სერიოზული
სირთულეები. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, მოსწავლეების 5-15%-ს
აღენიშნება დასწავლის სპეციფიკური დარღვევა, რომელიც მოიცავს შემდეგ აკადემიურ
სფეროებს კითხვას, წერას და მათემატიკას.
დასწავლის სპეციფიკური დარღვევა ვლინდება კითხვის,
წერის და მათემატიკური უნარების განვითარების პრობლემებში. დასწავლის
სპეციფიკური დარღვევის მქონე ბავშვები ხარჯავენ უამრავ ენერგიას, მუშაობენ ბევრს,
თუმცა ეს მაინც არ აუმჯობესებს მათი დასწავლის ხარისხს. დასწავლის უნარის
დარღვევის მქონე ადამიანს ხშირად აქვს საშუალო ან საშუალოზე მაღალი ინტელექტი და
ამის ფონზე მაინც ვერ სწავლობს. შესაბამისად, მასწავლებლებსა და მშობლებს მიაჩნიათ,
რომ ბავშვი არის ნიჭიერი და ზარმაცი. ისინი ბავშვს უყენებენ
არაადეკვატურ მოთხოვნებს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას.
არის თუ არა ეს დარღვევა განკურნებადი, რა და რა
ტიპის დასწავლის სპეციფიკური დარღვევა არსებობს
,
რომელ
სპეციალისტს უნდა მიმართონ მშობლებმა ასეთ დროს. ამ და სხვა მნიშვნელოვან
ინფორმაციას დამსწრეები გაეცნობიან საჯარო ლექციაზე.
ლექციაზე დასწრება თავისუფალია
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1 , თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა სიახლე