2015-08-24

მაგისტრანტობის და დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!




2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები






ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 31 აგვისტო - 4 სექტემბერი;

ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც
მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -  7 სექტემბერი (9 საათი);

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 8  სექტემბერი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  9 - 11 სექტემბერი;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;

ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 9 სექტემბერი (9 საათი);

ზ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც
მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 11 სექტემბერი;

თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;

ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 14 - 16  სექტემბერი;

კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 18  სექტემბერი;

ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან -  21 - 23 სექტემბერი;

მ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 24 სექტემბერი;

ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 28 სექტემბერი.


დამატებითი ინფორმაცია




2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები


ა) საბუთების მიღება - 29 ივნისი - 3 ივლისი და 31 აგვისტო - 4 სექტემბერი;

ბ) გამოცდა უცხო ენაში - 7 სექტემბერი (14 საათი);


გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;


დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 11 სექტემბერი;


ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;


ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 11 სექტემბერი (9 საათი);


ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;


თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;


ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი;


კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 17 - 18 სექტემბერი;


ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 21 სექტემბერი


მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 21 - 23 სექტემბერი;


ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 24 სექტემბერი;


ო) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 28 სექტემბერი.



Print

« იხ. ყველა სიახლე