2019-10-22

„დასწავლის უნარის დარღვევა 2019“

25 ოქტომბერს 16:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირვე ლი კორპუსის ეზოში გაიმართება "თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრისა " და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიება „დასწავლის უნარის დარღვევა 2019“. ღონისძიება მიეძღვნება დასწავლის უნარის დარღვევის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიებზე მოხდება ამ მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა გზებით: მოქალაქეებთან ინტერაქტივი, საინფორმაციო ფლაერების დარიგება, როლური თამაშები (დისლექსიის, დისკალკულისა და დისგრაფიის იმიტირება) და ა.შ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი 1,  თსუ პირველი კორპუსის ეზო.

Print

« იხ. ყველა სიახლე