ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-22

ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის სემინარების სერია 2015 წარმოგიდგენთ

ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის სემინარების სერიები 2015 წარმოგიდენთ

25.11.2015 (#306) 19:00.   ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის დოქტორანტი თამუნა ჩხაიძე - ბრედ შორი: „კულტურა გონებაში: კოგნიცია, კულტურა და მნიშვნელობის პრობლემა“

ფსიქოანთროპოლოგი ბრედ შორი წიგნში - „კულტურა გონებაში: კოგნიცია, კულტურა და მნიშვნელობის პრობლემა“ - კულტურის იმგვარ რეკონცეპტუალიზაციას გვთავაზობს, რომელიც ნაყოფიერად აკავშირებს ერთმანეთთან ანთროპოლოგიის, ფსიქოლოგიისა და კოგნიტურi მეცნიერების სფეროებს.  

წიგნში საზოგადოებრივ ინსტიტუტებსა და მენტალურ რეპრეზენტაციებს შორის კომპლექსური ურთიერთმიმართების კვლევაა მოცემული. აღნიშნული კვლევა ავტორს საშუალებას აძლევს ახლებურად უპასუხოს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მქონე ისეთ შეკითხვას, როგორიცაა: არიან ადამიანები ფსიქოლოგიურად ბაზისურად მსგავსნი (კულტურისგან დამოუკიდებლები) თუ სხვადასხვა კულტურის მიხედვით ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავებულები?  

ბრედ შორის გონების კოგნიტური თეორია იპყრობს როგორც ფსიქოლოგების, ანთროპოლოგების, ლინგვისტების, ფილოსოფოსების, ისე ნებისმიერი იმ ადამიანის ყურადღებას, ვინც დაინტერესებულია კულტურული მრავალფეროვნების, მულტიკულტურალიზმის და ზოგადად, კოგნიტური მეცნიერებების საკითხებით.


#R&D  #psaseminarseries2015  #facebookevent
Print

« იხ. ყველა სიახლე