ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გზამკვლევი (გაზაფხული, 2016)
2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები
ადმინისტრაციული რეგისტრაცია:
ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/ მაგისტრატურა/დოქტორანტურა -
1 თებერვალი – 23 თებერვალი
აკადემიური რეგისტრაცია:
ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა -
24 თებერვალი - 29 თებერვალი
მაგისტრატურა/დოქტორანტურა -
2 5 თებერვალი – 29 თებერვალი
სააუდიტორიო მეცადინეობები:
29 თებერვალი – 11 ივნისი
საგამოცდო პერიოდი:
13 ივნისი – 7 ივლისი (ძირითადი გამოცდები)
13 ივლისი -19 ივლისი (დამატებითი გამოცდები)
არდადეგები: 20 ივლისი - 13 სექტემბერი
ადმინისტრაციული რეგისტრაცია – სწავლის საფასურის სრულ ან ნაწილობრივ გადახდას გულისხმობს. სტუდენტს შეუძლია სემესტრული თანხა გადაიხადოს ორ ნაწილად. (პირველი ნაწილი გადაიხადოს ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში, მეორე - ფინალურ გამოცდებამდე.)
თანხის გადახდა ხდება: ბანკი რესპუბლიკას, თიბისი ბანკის, ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში
აკადემიური რეგისტრაცია – გულისხმობს დადგენილ ვადებში სტუდენტის სასწავლო კურსებზე დარგეგისტრირებას სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის დახმარებით.
აკადემიური რეგისტრაციის დაწყებისთანავე (თუ სტუდენტს თანხა უკვე გადახდილი აქვს!) იხსნება სტუდენტისთვის სასწავლო პროცესის მართვის სისტემა. სტუდენტს სისტემაში მუშაობა, საგნების არჩევა ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეუძლია.
ინფორმაცია აკადემიური რეგისტრაციის თარიღისა და დროის შესახებ განთავსება თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებ გვერდზე.
კურიკულუმში არსებული საგნის შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის უნდა გაეცნოთ საგნის სილაბუსებს. აკადემიურ რეგისტრაციამდე, იმისათვის, რომ ამა თუ იმ საგნის შესახებ მიიღოთ ინფორმაცია, შეგიძლიათ გაეცნოთ საგნის სილაბუსებს. ამისათვის, შებრძანდით ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებ გვერდზე და ეწვიეთ განყოფილებას - სილაბუსი.
საგნების ასარჩევად თქვენი სახელი გვარი და პაროლის მითითებით შებრძანდით ვებგვერდზე (http://sms.tsu.ge), ინდივიდუალურ ცხრილში მონიშნეთ ფაკულტეტი, სპეციალობა და საგნების ჩამონათვალში დააფიქსირეთ თქვენთვის სასურველი საგანი, პედაგოგი და სემინარის პედაგოგი (სასემინარო ჯგუფის არსებობის შემთხვევაში).
- თუ სხვა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებულ საგანზე გსურთ დარეგისტრირება (მაგ. მაინორის საგნებზე) უნდა მიუთითოთ შესაბამისი ფაკულტეტი.
- გაითვალისწინეთ, რომ სხვა ფაკულტეტების საგნების არჩევას აკადემიური რეგისტრაციის პირველივე დღეს ვერ შეძლებთ. სხვა ფაკულტეტების საგნები სავარაუდოდ გაიხსნება რეგისტრაციის მეორე ან მესამე დღეს. ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნდება თსუ-ს ვებგვერდზე.
- ინდივიდუალურ ცხრილში საგნების გაწითლება საგნების ერთმანეთან დამთხვევას ნიშნავს. ამ შემთხვევაში უნდა შეცვალოთ ლექციის ან სამუშაო ჯგუფის პედაგოგი ან არჩეული საგანი.
- არჩეული საგნის შეცვლა განსაზღვრულ ვადაშია შესაძლებელი. (აკადემიური რეგისტრაციის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში).
გამოსადეგი ინფორმაცია
- ადმინისტრაციულ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე უნდა მიმართოთ მაია კობახიძეს, პირველი კორპუსის 019 ოთახში. ტელ.2 25 16 58
- გაითვალისწინეთ, რომ თუ წინა სემესტრის თანხა არ გქონდათ სრულად დაფარული, შესაძლოა თქვენს მიერ გადახდილი თანხა აისახოს წინა სემესტრში და ბაზა არ გაგეხსნათ. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ წინა პერიოდის ფინანსური დავალიანების, მიმდინარე სემეტრის სრული სემესტრული გადასახადის ან მისი ნახევრის გადახდას, შესაძლებელია განხილულ იქნეს თანხის ეტაპობრივად გადახდის საკითხი. ამისთვის საჭიროა, 1 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით განცხადებით მიმართოთ თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (განცხადება უნდა ჩააბაროთ თსუ-ს კანცელარიაში, I კორპუსი, ოთახი N 114).
- აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე უნდა მიმართოთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს და სტუდენტთა მომსახურების ცენტრს.
- საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას (რომელი საგანია თქვენთვის სავალდებულო, არჩევითი და სხვა) შეგიძლიათ გაეცნოთ აქ
- პაროლის დაკარგვის შემთხვევაში სტუდენტი მიმართავს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
- ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო შესაძლებელია ვერ დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ დროს ან თქვენთვის სასურველ საგანზე, ასეთ შემთხვევაში გთხოვთ, აირჩიოთ ალტერნატიული ვარიანტი. სავალდებულო საგნების არჩევასთან დაკავშირებულ პრობლემებზე შეგიძლიათ მიმართოთ სასწავლო პროცესის მართვი სამსახურს.
სასარგებლო ბმულები
სასწავლო პროცესის ვადები
სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათებლო პროგრამები
სილაბუსები
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის გვერდი
ბაკალავრების გზამკვლევი
გ ი ს უ რ ვ ე ბ თ წ ა რ მ ა ტ ე ბ ა ს !