გაეროს ბავშვთა ფონდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით მართავს პირველ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში, რათა გაჩნდეს სივრცე ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლა-სწავლებისთვის, გაძლიერდენენ შესაბამისი სპეციალისტები და დაცული იქნას ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში.
ორდღიანი კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, სახალხო დამცველის ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, აგრეთვე სკოლის მასწავლებლებსა და სპეციალისტებს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებიდან.
ფორუმი წარმოადგენს სივრცეს დისკუსიებისთვის და ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების, მასწავლებლებისა და სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების პრეზენტაციებისთვის. დისკუსიების ფოკუსი იქნება უნივერსიტეტების როლი ბავშვთა უფლებების ხელშეწყობასა და სოციალურ ნორმებზე ზეგავლენაზე.
კონფერენციაზე უნივერსიტეტები წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო პროგრამებში ბავშვთა უფლებების მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად განათლების, სამართლის, ბიზნესის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
კონფერენცია მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი სივრცე იქნება, სადაც ისინი აქტიურად ჩაერთვებიან დისკუსიებში ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში არსებული რელობის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების თაობაზე.
კონფერენცია ჩატარდება
2020 წლის 1-2 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. ქუთაისში.
ვიწვევთ დაინტერესებული პირებს კონფერენციის თეზისების და აგრეთვე სტუდენტებს ესეების წარმოსადგენად
2020 წლის 10 ივნისიდან.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთეწვიოთ შემდეგ ვებგვერდებს:
www.unicef.org/georgia და
www.atsu.edu.ge ვერბგვერდებზე განთავსებული იქნება ინფორმაცია კონფერენციაზე რეგისტრაციის, სამეცნიერო საბჭოს, თეზისების შერჩევის, სტუდენტური კონკურსისა და კონფერენციის დეტალური პროგრამისშესახებ.
გიწვევთ სტუდენტებს, მასწავლებლებს, აკადემიერ პერსონალს და სპეციალისტებს გამოიყენოთეს უნიკალური შანსი და მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციაში.
შემდგომი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ნათია ჯოხაძეს, ელფოსტა:
njokhadze@unicef.org და ნანი ზეინკლიშვილს, ელფოსტა:
nzeinklishvili@unicef.org