2015-10-29
გრანტები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
გრანტები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის მოსაპოვებლად
კონკურსის მიზანია: ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილე პროექტის ხანგრძლივობაა ორი წელი, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს (წელიწადში 30 000 ლარს).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ys2015@rustaveli.org.ge 2015 წლის 18 ნოემბრის 17:00 სთ-მდე.
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ უნდა წარმოადგინოთ ფონდის კანცელარიაში 20 ნოემბრის 17:00 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (კანცელარია).
დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები საკონკურსოდ არ განიხილება.
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:
· 28/10/2015 - კონკურსის გამოცხადება;
· 5/11/2015 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია (1);
· 11/11/2015 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია (2);
· 18/11/2015 17:00 სთ. - ელ. ფოსტის საშუალებით საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნის ბოლო ვადა;
· 20/11/2015 17:00 სთ. - კონკურსში მონაწილეობის შესახებ ამობეჭდილი და ხელმოწერილი განცხადების კანცელარიაში დარეგისტრირების ბოლო ვადა;
· 17/12/2015 - კონკურსის შედეგების გამოცხადება;
· 18/12/2015-21/12/2015 - ხელშეკრულებების გაფორმება.
დავით ჩიჩუა
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 02)
მობილური: +995 599 788 332
ელ-ფოსტა: chichua@rustaveli.org.ge
ვაჟა ლომიძე
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 04)
ელ-ფოსტა: lomidze@rustaveli.org.ge
დეტალურ ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს
« იხ. ყველა სიახლე