ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-11-12

ვორქშოპი: აკადემიურ მიღწევათა ციფრული რეპრეზენტაცია – ღია სამკერდე ნიშნები


2019 წლის 14 ნოემბერს, 17:00 საათზე,  თსუ III კორპუსის 207-ე აუდიტორიაში თსუ განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება ვორქშოპი – აკადემიურ მიღწევათა ციფრული რეპრეზენტაცია: ღია სამკერდე ნიშნები.  

დიგიტალიზაციის თანამედროვე ეტაპი ადამიანთა კოგნიტური ფუქნციონირების ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიები ითვალისწინებს ციფრულ გარემოში თანაარსებობის საჭიროებებს და ადამიანებს მრავლობითი რეალიზაციის შესაძლებლობებს უქმნის. ცოდნის გადაცემის, შექმნისა და შეფასების პროცესში მნიშვნელოვანია ციფრულ შესაძლებლობათა გაცნობიერება და მათი ეფექტური გამოყენებისთვის სტრატეგიების შემუშავება. ამ კონტექსტში ჩვენ დავსვამთ საკითხს აკადემიურ მიღწევათა ციფრული რეპრეზენტაციის შესახებ და სასწავლო კურსების შექმნის, სწავლებისა და შეფასების პროცესში განვიხილავთ ერთ–ერთ ტექნოლოგიას, რომელიც ცნობილია ღია ციფრული სამკერდე ნიშნების ( Open Digital Badges) სახელწოდებით.

ვორქშოპს გაუძღვება თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განავითარების სამსახურის უფროსი – დიმიტრი ჩუბინიძე, დოქტორი.

ვორქშოპი ტარდება   ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ERASMUS+ -ის პროექტის "კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების   ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში" (CURE) სპეციალური მობილობის   ფარგლებში ესტონეთის ტალინის უნივერსიტეტში გავლილი ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მიხედვით.

Print

« იხ. ყველა სიახლე