2016-08-31
ცვლილება დოქტორანტურაში სწავლის საფასურთან დაკავშირებით
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (საბჭოს სხდომის ოქმი №8), 2016–2017 სასწავლო წლიდან ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის შეიცვლება სწავლების გადასახადი, კერძოდ:
- 2016–2017 სასწავლო წელს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს განესაზღვროთ სწავლის გადასახადი სრული ოდენობით – 2250 ლარით
- დამატებით სემესტრში მყოფი დოქტორანტების სწავლის გადასახადი მე–7 და ყოველი შემდგეგი სემესტრისათვის განისაზღვროს სემესტრში 500 ლარის, შესაბამისად, წელიწადში – 1000 ლარის ოდენობით (წინა წლებში ჩარიცხული დოქტორანტებისათვის 6 სემესტრის განმავლობაში გადასახადი უცვლელი რჩება)
« იხ. ყველა სიახლე