2015 წლის გაზაფხულზე ინსტიტუტის მიერ წარდგენილი ორი სამეცნიერო გრანტი დაფინანსდა:
- "ემიგრაცია და დაბრუნება სამშობლოში: მიგრანტების რეინტეგრაცია, იდენტობა და ოჯახთან ადაპტაციის პრობლემები"; პროექტის ხელმძღვანელი: მაია მესტვირიშვილი, ასოცირებული პროფესორი
- "პოსტტრავმული ზრდა ბავშვებსა და მოზარდებში: პიროვნული ფაქტორების, ადაპტაციისა და სოციალური მხარდაჭერის როლი"; პროექტის ხელმძღვანელი: მარინე ჩიტაშვილი, პროფესორი
ინსტიტუტი მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: (1) პიროვნების ფსიქოლოგია და (2) ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტიკა. თითოეულ მიმართულებას უძღვება სამი პროფესორი, რომლების განსაზღვრავენ მიმართულების კვლევით თემატიკას, ხელმძღვანელობენ კვლევით პროექტებს.
პიროვნების და კლინიკური ფსიქოლოგიის სამეცნიერო მიმართულებები:
- პიროვნების ფსიქოლოგიის მიმართულება (მაია მესტვირიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი, ხათუნა მარწყვიშვილი)
- ფსიქიკური ჯანმრთელობის ფსიქოლოგიური ასპექტების შესწავლა ბავშვებში და მოზრდილებში
- კარგადყოფნის განცდა (well being), სტრესი და სტრესის დაძლევის სტრატეგიები, პოსტ ტრავმული ზრდა
- ემოციური და სოციალური ინტელექტი
- პიროვნული და სოციალური იდენტობები: ფორმირება, დინამიკა და გამოხატვის გზები
- პიროვნების იდენტობის შესწავლა ნარატიული მიდგომის საშუალებით
- ვიზუალის ანალიზი-ფსიქოლოგიური პერსპექტივა
- ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირების და კონსულტირების მიმართულება (მარინე ჩიტაშვილი, ლუიზა არუთინოვი, თეონა ლოდია)
- პიროვნების ფსიქოლოგიური შეფასებისა და კვლევის მეთოდების განვითარება/ ადაპტაცია
- ბავშვების/ მოზარდების პიროვნული პრობლემების/ ემოციური სფეროს დარღვევების დიაგნოსტიკა, ფსიქოლოგიური შეფასების სათანდო ინსტრუმენტების მომზადება
- ბავშვის/ მოზარდის ფსიქოსოციალური განვითარების დარღევების ფსიქოლოგიური შეფასება და მათი განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა
- აქცენტუაციების, პიროვნული აშლილობების კვლევა და შესაბამისი ინსტრუმენტების შემუშავება (ბავშვები და მოზრდილები)
- პრევენციული/ინტერვენციის პროგრამების განვითარება
- პენიტენციალური და სასამართლო ფსიქოლოგიაში გამოყენებადი პიროვნული შეფასების მეთოდების/ ინსტრუმენტების შემუშავება/ ადაპტირება