2016-05-13

კომპანია „ვისოლის“ მიერ სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ

კომპანია „ვისოლი“ აწესებს ერთჯერად სტიპენდიას „იმედისმომცემი ახალგაზრდა ფიზიკოსი“ . სტიპენდია გადაეცემა თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან   სადოქტორო პროგრამის ერთ სტუდენტს, რომელსაც აქვს გამორჩეული სამეცნიერო მიღწევები და მაღალი აკადემიური მოსწრება. კომპანიის გადაწყვეტილება უკავშირდება   პოლ-შერერის ინსტიტუტში, შვეიცარია, მოღვაწე ქართველი ახალგაზრდა მეცნიერის ზურაბ გუგუჩიას წარმატებულ სამეცნიერო კარიერას. ზურაბ   გუგუჩია დასახელდა 2015 წლის იმედის გმირად. სტიპენდია გაიცემა საკონკურსო საფუძველზე, ერთჯერადად. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს.

 კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკის დეპარტამენტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან   სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.

 სტიპენდია ენიჭება განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევის და მაღალი აკადემიური მოსწრების   მქონე სტუდენტს

 კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე
  • ავტობიოგრაფია ( CV )
  • ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • ამონაწერი სასწავლო ბარათიდან
საკონკურსო განაცხადების მიღება ხდება 2016 წლის 17 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ მეორე კორპუსი, ოთახი #110).

Print

« იხ. ყველა სიახლე