2011 წლის 12 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოეფექტური ტექნოლოგიების ფუნდამენტური კვლევების ს/კ ინსტიტუტში ჩატარდება სამეცნიერო სემინარი.....
მოხსენებას წაიკითხავს საქართველოს ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი ვლადიმერ ვასილის ძე კუზნეცოვი.
მოხსენების თემა: “გენეტიკურად მოდიფიცირებული სასოფლო–სამეურნეო კულტურები და მათ საფუძველზე დამზადებული საკვები პროდუქტები, ეკოლოგიური და აგროტექნიკური რისკები”.
დასაწყისი 15.00, მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ.13
თსუ XI კორპუსი, ოთახი №205
ბიოეფექტური ტექნოლოგიების ფუნდამენტური
კვლევების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი,
ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი დ.ძიძიგური