2010-03-02
ახალი საბაკალავრო პროგრამა "გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"
ახალი საბაკალავრო პროგრამა "გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია" ფაკულტეტზე ამოქმედდა ახალი საბაკალავრო პროგრამა – "გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია". ახალი სასწავლო პროგრამა „TEMPUS“-ის პროექტის ფარგლებში საერთაშორისი კონსორციუმის მიერ შემუშავდა. მის შექმნაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები: დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი, დუბლინის ტექნოლოგიების ინსტიტუტი და სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი. პროგრამა სრულიად პასუხობს ბოლონიის პრონციპებსა და განათლების ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს, როგორც ხარისხის ხარისხის უზრუნველყოფის, ასევე პროგრამის მართვისა და თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვის თვალსაზრისით. ახალი საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ სასწავლო კურსებს სთავაზობს.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ გვერდი "გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია";
« იხ. ყველა სიახლე