2017-05-19
თსუ-ში მიმდინარე ევროგაერთიანების და გაეროს განვითარების ფონდის (EC/UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის (EMBLAS 1/II) - „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება“, ფარგლებში მიმდინარე წლის
23 მაისს, თსუ პირველი კორპუსში, აუდიტორია #115, 15 სთ-ზე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე
„შავი ზღვის კვლევის უახლესი შედეგები: დაბინძურების სახეები და ბიომრავალფეროვნება“ ლექციას წაიკითხავენ პროექტის საერთაშორისო კოორდინატორი დოქტორი იაროსლავ სლობოდნიკი და ექსპერტები - უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთის ზღვების ბიოლოგიის ინსტიტუტის ოდესის ფილიალის დირექტორი, პროფესორი ბორის ალექსანდროვი, დოქტორი ოლენა მარუშევსკა და დოქტორი ნინო მაჩიტაძე.
გთხოვთ დაესწროთ.
« იხ. ყველა სიახლე