ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-12-06

9 დეკემბერს კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ სემინარზე ასოცირებული პროფესორი მ.ცინცაძე წარმოადგენს მოხსენებას "არამკაფიო სიმრავლეები და შეთანხმებულობის ფუნქციის აგების ოპტიმალურ მოდელი"

 დასაწყისი 9:00 საათზე;  თსუ XI კორპუსია №204 აუდიტორია.
 გთხოვთ, დაესწროთ.

ანოტაცია: მოხსენებაში განვიხილავთ არამკაფიო ლოგიკის ძირითად ცნებებს, შეთანხმებულობის ფუნქციის აგების ოპტიმალურ მოდელს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საინფორმაციო ერთეულის დამახასიათებელი ძირითადი ორივე კომპონენტი ერთდროულად, რაც საშუალებას გვაძლევს  საინფორმაციო ერთეულები აღვწეროთ უფრო სრულად და ოპტიმალურად, შესაბამისად მოვახდინოთ მათთვის ორგანულად დამახასიათებელი განუზღვრელობის მართვა.
Print

« იხ. ყველა სიახლე