2011-06-20
II საერთაშორისო კონფერენცია ორგანულ ქიმიაში ‘’ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიის მიღწევები"(GeoHet-2011)” ჩატარდება 2011 წლის 25-27 სექტემბერს სასტუმროში “D-პლაზა”, თბილისი.
კონფერენცია ტარდება რუსთაველის ფონდის ფინანსური ხელშეწყობით - საკონფერენციო გრანტი CF/21/6-420/11 28.04.11, საგრანტო ხელშეკრულება 06/05.
გრანტის მიმღები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენციის ორგანიზატორები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
თანამონაწილე ორგანიზაციები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია.
კონფერენციაზე განხილული იქნება როგორც ჰეტეროციკლების, ასევე ორგანული ქიმიის სხვა მიმართულებით მიღებული სამეცნიერო შედეგები.
კონფერენცია ითვალისწინებს პლენარულ, ზეპირ და პოსტერულ მოხსენებებს.
« იხ. ყველა სიახლე