2019-04-04

ნინო ფონჯავიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2019 წლის 10 აპრილს (ოთხშაბათს) 15:00 საათზე თსუ მეორე კორპუსის 227-ე აუდიტორიაში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის "ფიზიკა", მიკრო და ნანოელექტრონიკის მოდულის დოქტორანტის ნინო ფონჯავიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა.

დისერტაციის სათაური:  " ოქროსა და ვერცხლის ნანონაწილაკებით დოპირებული თხევადკრისტალური და პოლიმერული სტრუქტურების მიღება და კვლევა"

დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი გია პეტრიაშვილი
Print

« იხ. ყველა სიახლე