ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-12-13

16 დეკემბერს კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ სემინარზე ასოცირებული პროფესორი ტ.ხვედელიძე წარმოადგენს მოხსენებას "ოპტიმალური ავტომატების სინთეზის ერთი ამოცანის შესახებ"

დასაწყისი 9 საათზე;  თსუ XI კორპუსია №204 აუდიტორია.

გთხოვთ, დაესწროთ.



ანოტაცია: მოხსენებაში განიხილება სიმეტრიული ავტომატების ფუნქციონირება სამი კლასის  რეაქციის მქონე სტაციონარულ შემთხვევით გარემოში.

სტატისტიკური დასაჯერობის ფარდობის საფუძველზე აიგება ისეთი ოპტიმალური სიმეტრიული ავტომატის სტრუქტურა(ქცევის ალგორითმი),რომლისთვისაც არაოპტიმალურ ქვესიმრავლეში გატარებული ჯამური საშუალო დრო მინიმალურია.
Print

« იხ. ყველა სიახლე