2016-01-26
2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, სწავლის გადასახადის დაფარვის ხელშეწყობის მიზნით, ფაკულტეტის დამატებითი სემესტრის დოქტორანტების დასაქმების შესახებ
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 8 ივლისის სხდომის გადაწყვეტილების თანახმად, 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, ფაკულტეტის დამატებითი სემესტრის დოქტორანტების სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით, ცხადდება საბუთების მიღება. სასწავლო პროცესში ჩართვის მსურველმა დოქტორანტებმა სადისერტაციო საბჭოს კოლეგიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:1. განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
2. ხელმძღვანელის რეკომენდაცია;
3. შრომათა სია;
4. კონფერენციებში მონაწილეობის ინფორმაცია;
საბუთების მიღება იწარმოებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში 1თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით, 10.00 –17.00სთ
მისამართი: თსუ მე–2 კორპუსი, ოთახი 110
« იხ. ყველა სიახლე