2015-11-25
2015 წლის 18 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრისა და საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით, ბიოლოგიის დეპარტამენტისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, უნივერსიტეტის რექტორატის თანადგომით დილის 11:00 საათზე გაიხსნება ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია„ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები-2015“.
კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტს, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს,პროფესორ გურამ ბექაიას.
კონფერენციის მიზანია ქართული ფიზიოლოგიური სკოლის ისტორიის გახსენება, ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის და აკადემიკოს გურამ ბექაიას სამეცნიერო კვლევითი მიღწევების წარმოჩენა, ნეირობიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე დებატების გამართვა, ასევე ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო აქტივობის გაზრდა.
მისამართი: უნივერსიტეტის ქ.2, თსუ 11 კორპუსი. აუდიტორია 421
« იხ. ყველა სიახლე