2016-09-27
ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო სემინარი
ოთხშაბათს,12 ოქტომბერს , 15:00 საათზე, თსუ II კორპუსის #227 აუდიტორიაში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო სემინარი.
მოხსენების თემა: „ CMS ექსპერიმენტი და მისი უახლოესი შედეგები“
მომხსენებელი: ქეთევან ქააძე (Kansas State University, CERN)
ანოტაცია: CMS არის CERN-ის დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე (LHC) განთავსებული ორი ზოგადი ტიპის დეტექტორებიდან ერთერთი. 2000-ზე მეტი მეცნიერი 40-ზე მეტი ქვეყნიდან მუშაობს CMS ექსპერიმენტში როგორც დეტექტორის ოპერირებაზე, ასევე რეკორდულ ენერგიაზე ნაწილაკთა შეჯახებების მონაცემების დამუშავებაზე. მოხსენებაში განხილულ იქნება CMS ექსპერიმენტის ფიზიკის პროგრამა და შეჯამდება უახლოესი შედეგები.
« იხ. ყველა სიახლე