2014-12-02
საქართველოში, კერძოდ თბილისში გაიხსნა ესტონური კომპანია „ტაქსიფაის“ ოფიციალური წარმომადგენლობა (taxify.eu/ka).
„ტაქსიფაი“ წარმოადგენს მძღოლის გამოძახების აპლიკაციას, რომელიც შეიქმნა ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ „სკაიპის“ შემქმნელების მხარდაჭერით.
„ტაქსიფაი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს ბალტიისპირეთის ქვეყნებში და დანარჩენ ევროპაში - ევროპელ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას თავისუფალ დროს მიიღონ დამატებითი შემოსავალი.
ამჟამად ეს შესაძლებლობა ეძლევათ ქართველ სტუდენტებსაც.
5 დეკემბერს 15:00 თსუ 1-ლი კორპუსის 115 აუდიტორიაში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც შეძლებთ დეტალური ინფორმაციის მიღებას „ტაქსიფაის“ შესახებ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მობრძანდეთ.
საქართველოში „ტაქსიფაის“ ოფიციალური წარმომადგენლობის საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: გრიგოლ რობაქიძის გამზ. 18, 0159 თბილისი
ტელეფონი: 2 422 714
ელ. ფოსტა: georgia@taxify.eu
« იხ. ყველა სიახლე