ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-04-12

ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო სემინარი

ოთხშაბათს, 19 აპრილს ,  15:00 საათზე,  ფიზიკის მცირე აუდიტორიაში (თსუ II კორპუსის #227 აუდიტორია)  ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის  სასწავლო-სამეცნიერო სემინარი.

მოხსენების თემა:  ნობელის პრემიის ლაურეატის, ფიზიკური ქიმიის გიგანტის ახმედ ზევაილის მეთოდი „თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერების ძირითადი მიმართულების-ბიოფიზიკური ქიმიის ფემტოწამური პროცესების რეგიოსელექციური მართვა.“

მომხსენებელი:  ფიზიკური ქიმიის კათედრის ემერეტუსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ჯუმბერ კერესელიძე.

ანოტაცია:  თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს ქიმიური და ბიოქიმიური ფემტოწამური (10-15 წამი) რეაქციების მიზანმიმართული მართვა. ამ მიზნით ამერიკელი ფიზიკოსის აჰმედ ზევაილის მიერ შექმნილი იქნა მოლეკულების აღგზნება-ზონდირების მეთოდი, რისთვისაც მას 1999 წელს ნობელის პრემია მიენიჭა. ზევაილის მეთოდი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მისსავე სიცოცხლეში დაარსებული იქნა მისი სახელობის მედალი, რომელიც უკვე მიანიჭეს ავსტრალიელ ფიზიკოსს ნოელ ჰაშს ელექტრონის გადატანის პროცესების კვლევებში მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

Print

« იხ. ყველა სიახლე