ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-04-27

შეჯიბრებათა ციკლი პროგრამირებაში "GeOlymp Series 2011" – მეორე ეპიზოდი

16 აპრილს ჩატარდა "GeOlymp Series 2011" - პროგრამირებაში შეჯიბრებათა ციკლის მეორე ეპიზოდი. ღონისძიება  მიეძღვნა ქართულ საოლიმპიადო სივრცეში 2 წლის წინ მომხდარ უდიდეს მოვლენას. 2009 წლის 21 აპრილს ჩატარებულ ACM ICPC 2009 სტუდენტურ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სადაც პირველად მონაწილეობდა  საქართველო,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი Tbilisi SU Triumvirate  XI ადგილზე გავიდა და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, გიორგი ლეკვეიშვილი და ელდარ ბოგდანოვი ( ხელმძღვანელი თემურ ზარქუა).  ეს წარმატება, ისევე როგორც ფინალში მოხვედრა, დღემდე რჩება უპრეცედენტო შემთხვევად კავკასიის რეგიონში.

16 აპრილს ინტერნეტ–რაუნდის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა დასწრებული ტური, რომელშიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  40-ზე მეტმა სტუდენტმა იასპარეზა.

სტუდენტებს  შორის  პირველ ადგილზე გავიდა ნოდარ ამბროლაძე, მეორეზე – ლევან ვარამაშვილი , მესამეზე – ზურაბ კუცია.

გამოვლინდა გოგონებს შორის გამარჯვებულიც - იგი გახდა ელისაბედ ზარქუა.



დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ  http://geolymp.org/page/view/episode-4-2011-tsu

სტუდენტებს გამარჯვება მიულოცა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რამაზ ბოჭორიშვილმა.
Print

« იხ. ყველა სიახლე