სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს (საბჭოს სხდომა №1; 24.01.2017) დადგენილება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს არჩევნების გამოცხადების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27–ე მუხლის მე–2 პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ადგენს:
1. გამოცხადდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტის) საბჭოს არჩევნები;
2. ფაკულტეტის საბჭოში წევრთა რაოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად:
2.1. მათემატიკის დეპარტამენტი - 5
2.2. კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი - 5
2.3. ფიზიკის დეპარტამენტი - 4
2.4. ქიმიის დეპარტამენტი - 4
2.5. ბიოლოგიის დეპარტამენტი - 5
2.6. გეოგრაფიის დეპარტამენტი -4
2.7. გეოლოგიის დეპარტამენტი -1
2.8. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტი -1
3. ფაკულტეტის საბჭოს არჩევნები ჩატარდეს 2017 წლის 6 თებერვალს;
3.1. მათემატიკის დეპარტამენტი - 06.02.2017, 12:00-14:00 სთ, მე-11 კორპუსის #421.
3.2. კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი - 06.02.2017, 11:00-13:00 სთ, მე-11 კორპუსის #201.
3.3. ფიზიკის დეპარტამენტი - 06.02.2017, 14:00-16:00 სთ, მე-2 კორპუსის #227
3.4. ქიმიის დეპარტამენტი - 06.02.2017, 12:00-14:00 სთ, მე-2 კორპუსის #169.
3.5. ბიოლოგიის დეპარტამენტი - 06.02.2017, 11:00-13:00 სთ, მე-11 კორპუსის #466ა
3.6. გეოგრაფიის დეპარტამენტი - 06.02.2017, 16:00-18:00 სთ, მე-2 კორპუსის #362.
3.7. გეოლოგიის დეპარტამენტი - 06.02.2017, 10:00-12:00 სთ, მე-11 კორპუსის #422
3.8. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტი - 06.02.2017, 16:00-17:00 სთ, მე-2 კორპუსის #342.
4. ფაკულტეტის საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალის განცხადებების მიღება საბჭოს წევრობის კანდიდატად დარეგისტრირების თხოვნით მოხდეს 2017 წლის 25 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით (10.00-17.00 სთ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში. (მისამართი: თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი № 3, თსუ მე-2 კორპუსი, ოთახი 110).
განცხადების ფორმა
5. ერთზე მეტ დეპარტამენტში გაერთიანებული კათედრის აკადემიური პერსონალის განცხადების მიღება არჩევნებში, როგორც ამომრჩევლის, ასევე როგორც ასარჩევი პირის მონაწილეობს შესახებ მხოლოდ ერთი სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის ფარგლებში მოხდეს 2017 წლის 25 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით (10.00-17.00 სთ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში. (მისამართი: თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი № 3, თსუ მე-2 კორპუსი, ოთახი 110).
განცხადების ფორმა
დეკანის ბრძანება საარჩევნო კომისიების შექმნის შესახებ