2017-04-12

შემოდგომის ლექციები 2017


2017 წლის 9-17 სექტემბერს „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩატარდება ე.წ.
QUALI-Start-Up  ლექციებისკურსი,
რომელიც „შემოდგომის ლექციები თბილისში" პროექტის (2013, 2015) გაგრძელებას წარმოადგენს.
ლექციების თემატიკა მოიცავს ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის (ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები, სამედიცინო ფიზიკა), ქიმიის (ენერგიისა და კლიმატის კონტროლი), სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანმრთელობის, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს.
პროექტში მონაწილე (ბაკალავრი, მაგისტრი) სტუდენტების სამიზნე ჯგუფების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი და სარეკომენდაციო წერილი. ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ, თსუ, აგრიუნი და ილიაუნი) სტუდენტებს.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა გადააგზავნონ ელექტრონული ფოსტით,  ელ.ფოსტა k.kotetishvili@gtu.ge
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტი,
სტუ-ს IV  კორპუსი, ოთახი 306.
პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი
საკონტაქტო ტელეფონი 599-50-48-21

თსუ სტუდენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ
თსუ-ს II  კორპუსის 220-ეოთახში.
დრ. მირიან ტაბიძე
საკონტაქტო ტელეფონი577 66 55 98
ელ.ფოსტა  mirian.tabidze@tsu.ge

საბუთების  გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 მაისი.

შერჩევის მეორე ეტაპი ჩატარდება 6-10 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტებში:
6 ივნისი - თსუ
7 ივნისი - სტუ
8 ივნისი - ილიაუნი
9 ივნისი - აგრიუნი

გასაუბრებას ჩაატარებენ იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები (ინსტიტუტების დირექტორები) ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთანერთად.

დაწვრილებითი ინფორმაცია პროქტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე
http://www.fz-juelich.gtu.ge/autumn-lectures/2017/about-event

Print

« იხ. ყველა სიახლე