2019-10-23

საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის სემინარი -2

საქართველოს სტატისტიკური ასოციაცია
იწყებს მუდმივმომქმედ სასწავლო-შემეცნებით სემინარებს:
ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების გამოყენება მონაცემთა ანალიზის პროცესში

სემინარებზე დასწრება შეუძლია მათემატიკის მიმართულების ყველა იმ სტუდენტს, ვისაც აქვს სურვილი გაეცნოს და შეისწავლოს ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების გამოყენება პრაქტიკაში.
სემინარებში აქტიური მონაწილეობა იქნება ერთ-ერთი ხელშემწყობი წინაპირობა ალბათობისა და სტატისტიკის მიმართულებით დანიშნული სახელობითი სტიპენდიის მისაღებად.
სემინარებზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
  •    სტატისტიკის ადგილი და როლი მონაცემთა მეცნიერებაში;
  •    როგორ დავგეგმოთ გამოკვლევა და შევაგროვოთ მონაცემები;
  •   მონაცემთა ბაზების შექმნა;
  •    სტატისტიკის გამოყენების კონკრეტული მაგალითები პრაქტიკაში წამოჭრილი ამოცანების გადაწყვეტაში ;
  •   მონაცემთა ბაზების სტატისტიკური დამუშავება სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით (Excel, SPSS, R);
  •    მათემატიკური ხედვა ბიზნესში და მისი უპირატესობა;
  •   სხვადასხვა სახალისო ამოცანები.
სემინარები ჩატარდება თსუ მე-11 კორპუსის # 407 კომპიუტერულ კლასში.
მსემენელებს საშუალება ექნებათ ინდივიდუალურად დაამუშაონ რეალური გამოკვლევის მონაცემთა ბაზები კომპიუტერის გამოყენებით.
სემინარი იმუშავებს კვირაში 1 დღე, 2 აკადემიური საათის ხანგრძლივობით.
სემინარში მონაწილეობის მსურველებმა მიმართეთ ბ-ნ ომარ ფურთუხიას # 304 ოთახში.
მორიგი სემინარი გაიმართება 28 ოქტომბერს, ორშაბათს,
15:00 საათზე,  # 421 აუდიტორიაში.

თემა: მზღვეველის პროფესია.
ლექტორი: გურამ მირზაშვილი - სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“.
მოკლე ანოტაცია.  განხილული იქნება: ა)  რაში მდგომარეობს მზღვეველის „მეთოდი“, რომელსაც ის იყენებს თავის საქმიანობაში; ბ)  რას წარმოადგენს მზღვეველის პროფესია; გ) რა არის ის ტიპიური ამოცანები, რომელთა ამოხსნაც მზღვეველს  უხდება სისტემატურად და რა ცოდნა და უნარ-ჩვევებია საჭირო ამ ამოცანების გადასაჭრელად.    

Print

« იხ. ყველა სიახლე