სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებით 2020 წლის 29 ივნისს ჩატარდა
ფიზიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია:„ფიზიკის ამოცანების კომპიუტერული მოდელირება“.
წრის ხელმძღვანელი ასოც.პროფ. ოლეგ ხარშილაძე.
კომისიის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი და საპატიო პრიზი დაიმსახურა ვიტალი დიდიძემ.
მეორე ადგილი და საპატიო პრიზი - თამარ ნიკვაშვილმა.
მესამე ადგილი გაიყვეს და საპატიო პრიზები მიიღეს: მარიამ ცინდელიანმა და ეკატერინე ჭონიშვილმა.
საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს:
ბიძინა ფოცხვერაშვილმა, გიგლა შეყილაძემ, გიორგი გავაშელმა, თამთა ასათიანმა, ლევან ლოლაძემ და ლევან პაპაშვილმა. მათ გადაეცათ კონფერენციის სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.