2016-07-14

საზაფხულო დასაქმება სტუდენტებისთვის


14 ივლისს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროექტის Fixall SJC პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, სტუდენტები, კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
პროექტის მიზანია ზაფხულის პერიოდში სტუდენტთა დასაქმება, რომელიც აქციის ფორმას მიიღებს -  დამსაქმებელთა ჯაჭვური რეაქციის შედეგად გასაუბრების შედეგად შერჩეული სტუდენტები ზაფხულის განმავლობაში  მინიმუმ ერთი თვით დასაქმდებიან, მათი ხელფასი კი მინიმუმ 200 ლარი იქნება. თითოეული დამსაქმებელი კომპანია თავად ზრუნავს 2 პარტნიორი ორგანიზაციის მოძიებაზე, რათა დასქმების ჯაჭვი გაგრძელდეს. სამუშაოზე მისაღებად სტუდენტები გაივლიან ონლაინ გასაუბრებას დამსაქმებელთან. გასაუბრების პროცესს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დააკვირდებიან.
დასაქმების აქციაში ჩართვა ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის შიდა ეზო
Print

« იხ. ყველა სიახლე