ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-17

ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო სემინარი

ოთხშაბათს,19 ოქტომბერს ,  15:00 საათზე, თსუ II კორპუსის #227 აუდიტორიაში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
ფიზიკის დეპარტამენტის  სასწავლო-სამეცნიერო სემინარი.

მოხსენების თემა:   კულონური პოტენციალის წარმოშობის შესაძლო თეორიული დასაბუთება

მომხსენებელი:  ანზორ ხელაშვილი (თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების გამგე).

ანოტაცია: ნაჩვენები იქნება, რომ კულონის ტიპის ხასიათის პოტენციალის წარმოშობის შესაძლო წყარო შეიძლება იყოს ვიტენის სუპერალგებრა. აგებულია ამ ალგებრის გენერატორი და დადგენილია, რომ ის წარმოადგენს ლაპლას-რუნგე- ლენცის ვექტორის განზოგადებას რელატივისტურ კვანტურ მექანიკაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე