2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №
108/01-01, 08.06.2017)
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია სადოქტორო პროგრამით (ინფორმაცია სადოქტორო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
№111/01-01, 08.06.2017) .
- საბუთების მიღება - 26 ივნისი - 1 ივლისი და 29 აგვისტო - 4 სექტემბერი;
- გამოცდა უცხო ენაში - 6 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 12 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება - 13 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 11 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 13 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
- დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 15 - 18 სექტემბერი;
- დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 19 სექტემბერი;
- ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 20 – 21 სექტემბერი;
- საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის; დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 22 სექტემბერი;
- ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 სექტემბერი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
- განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2017 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
- ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
- სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საბუთების მიღების ვადები:
2017 წლის 26 ივნისი-1 ივლისი
2017 წლის 29 აგვისტო-4 სექტემბერი
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ II კორპუსი, ოთახი 166, ტელ.: (+995 32) 2
25 04 75
.
საბუთების მიღება იწარმოებს 10:00-17:00 სთ.