ოთხშაბათს, 14 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე, თსუ, მე-2 კორპუსის N024 ოთახში, ( ნორჩ ფიზიკოსთა სკოლის კაბინეტ-ლაბორატორია) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული „საბავშვო უნივერსიტეტის“ ნორჩ ფიზიკოსთა სკოლაში ჩატარდება მეცადინეობა თემაზე:
როგორია სამყარო დღეს ?
მომხსენებელი: გიორგი თაყაძე, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი.