2019-07-15
გაერთიანებული სემინარი ალბათობასა და სტატისტიკაში
17 ივლისს, 17:00 საათზე, თსუ მე-11 კორპუსში, აუდიტორია #421 გაიმართება გაერთიანებული სემინარი ალბათობასა და სტატისტიკაშიხელმძღვანელები: ელიზბარ ნადარაია (თსუ, მათემატიკის დეპარტამენტი, ი. ვეკუას სახ. გამ. მათემატიკის ინსტიტუტი),
მიხეილ მანია (თსუ, ა.რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი),
ვახტანგ კვარაცხელია (სტუ, ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი; სოხუმის უნივერსიტეტი),
სწავლული მდივანი: ომარ ფურთუხია (თსუ, მათემატიკის დეპარტამენტი; ა.რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი)
მომხსენებელი: პროფ. ალექსანდრე ვერეტენნიკოვი (ლიდსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი)
თემა: „ზოგიერთი თანამედროვე კვლევის შესახებ სტოქასტურ დიფერენციალურ განტოლებათა თეორიაში“.
ანოტაცია: მოხსენების მიზანია რამდენიმე მიმდინარე კვლევის თემის მოკლე მიმოხილვა და შემდეგ ერთ-ერთზე კონცენტრირება. ეს თემებია:
(1) ერგოდული სტოქასტური მართვა, იხ. https://arxiv.org/abs/1508.05835
(2) პუასონის განტოლებები, იხ. arXiv:1610.09661&arXiv:1610.09687
(3) მაკინ-ვლასოვის განტოლებები, იხ. https://arxiv.org/abs/1603.02212
(4) მაღალი გადაგვარების სტოქასტური დიფერენციალური განტოლებები (გამოუქვეყნებელი).
კერძოდ, გადაგვარებული სტოქასტური დიფერენციალური განტოლებებისთვის ნაჩვენები იქნება როგორ დავადგინოთ ამონახსნის არსებობა, სუსტი ერთადერთობა და ლოკალური შერევის თვისებები
« იხ. ყველა სიახლე