2017-06-12
თსუ ა.რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტისა და თსუ მათემატიკის დეპარტამენტის ერთობლივი სემინარი ალგებრა, გეომეტრია და მათემატიკურ ლოგიკაში
ხუთშაბათს, 15 ივნისს, 16:00 საათზე, XI კ. 421 აუდიტორიაში სტუდენტებისათვის გაიმართება თსუ ა.რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტისა და თსუ მათემატიკის დეპარტამენტის ერთობლივი სემინარი ალგებრა, გეომეტრია და მათემატიკურ ლოგიკაში.
მომხსენებელი: თორნიკე ქადეიშვილი
მოხსენების თემა: ტოპოლოგია გრამატიკაში -მარტივი წინადადების ეილერის მახასიათებელი
ანოტაცია: წინადადებაში ბავშვი მიდის სკოლაში 3 წევრია და 2 სინტაგმა ( „შინაარსობრივ კავშირში მყოფ წევრთა წყვილი“) ბავშვი - მიდის და მიდის - სკოლაში, მესამე წყვილი ბავშვი-სკოლაში სინტაგმას არ ადგენს. დავუმატოთ ამ წინადადებას ერთი ახალი წევრი ბეჯითი ბავშვი მიდის სკოლაში. ეს ახალი წევრი მხოლოდ ერთ ძველთან ადგენს სინტაგმას ბეჯითი-ბავშვი. კიდევ ერთი დამატებული წევრი ბეჯითი ბავშვი ადრე მიდის სკოლაში კვლავ მხოლოდ ერთ სინტაგმას ადგენს ადრე-მიდის.
კითხვა: შეიძლება თუ არა წინადადებას დაემატოს ახალი წევრი ისე, რომ ერთზე მეტ ძველ წევრთან შექმნას სინტაგმა?
« იხ. ყველა სიახლე