2014-10-13
ამა წლის 17-18ოქტომბერს თსუ I კორპუსის ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში (ოთახი #101) ტარდება საერთაშორისო ვორქშოპი: „სამხრეთ კავკასიაში ნახშირწყლების შეგროვებისა და შენახვისთვის ბუნებრივი ანალოგების შესწავლა“.
სამუშაო თემატიკა მოიცავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბუნებრივი გაზების გავრცელების შესწავლას, ნახშირორჟანგის ყოფილ ნავთობ ამ გაზშემცველ გეოლოგიურ სტრუქტურებში ჩატუმბვის შესაძლებლობის გათვლასა და თანმდევი გეომექანიკური და გეოქიმიური პროცესების შესწავლას, ნახშირორჟანგის დაგროვებისა და მისი ბიო-საწვავად გარდაქმნის შესაძლებობას.
ვორქშოპში მონაწილეობას იღებენ გერმანიის კლაუსჰალის ტექნიკური უნივერსიტეტის და სომხეთის გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფები. ინტერდისციპლინარული კვლევები მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ტექნიკური და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას მიმდინარე გლობალური კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმდინარე კვლევებში.
« იხ. ყველა სიახლე