2014-10-29
გერმანიაში სტაჟირების კონკურსი „ახალგაზრდები აშენებენ ევროპას“
პროფ. იოაკიმ ლენცის აღმოსავლეთ ევროპის სტუდენტების გერმანულ უნივერსიტეტებში ინტეგრაციის ფონდი აცხადებს სტაჟირების კონკურსს „ახალგაზრდები აშენებენ ევროპას“.
ფონდის მიზანია მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების მაგისტრანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს.
წარდგენილი პროექტების თემატიკა უნდა მოიცავდეს ენერგიის და წყლის მართვის თემატიკას. დაფინანსების ოდენობა 10 000 ევრო. პროექტის მომზადება შესაძლებელია გერმანულ ან ინგლისურ ენებზე. პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 31 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ფონდის ვეგ გვერდი:
http://www.stiftung-prof-lenz.de/?id=13-
« იხ. ყველა სიახლე