ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-10-27

28 ოქტომბერს კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ სემინარზე ასოცირებული პროფესორი ი.ხუციშვილი წარმოადგენს მოხსენებას "გადაწყვეტილების მიღების ფაზი ტექნოლოგია საინვესტიციო პროექტების შერჩევაში".

დასაწყისი 9 საათზე;  თსუ XI კორპუსია №204 აუდიტორია.
გთხოვთ, დაესწროთ.

ანოტაცია: განიხილება საინვესტიციო პროექტების შერჩევაში დაკრედიტების რისკების მინიმიზების ახალი ტექნოლოგია. ტექნოლოგია ითვალისწინებს საინვესტიციო პროექტების შეფასების ორ საფეხურს. პირველი - ესაა მათი შესაძლო დიდი რაოდენობიდან უმნიშვნელო ან მცირე რისკების მქონე პროექტების გამოვლენა კაუფმანის ექსპერტონების მეთოდის საფუძველზე. მეორე საფეხური გულისხმობს პირველი საფეხურიდან შერჩეული შედარებით მცირე რაოდენობის პროექტებიდან მათი ერთმანეთთან შედარების მეთოდის – შესაძლებლობითი დისკრიმინაციული ანალიზის – გამოყენებით გამოავლინოს მაღალი ხარისხის მქონე პროექტები. ამის საფუძველზე კეთდება რჩევა-დასხვნა რათა გაიცეს კრედიტები.  შესაძლებლობითი დისკრიმინაციული ანალიზის მეთოდი შექმნილია ავტორების მიერ და ცნობილი დისკრიმინაციული ანალიზის მეთოდის განზოგადებას წარმოადგენს მხოლოდ ექსპერტული მონაცემების შემთხვევაში.
Print

« იხ. ყველა სიახლე