ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-06-22

ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო სემინარი

ოთხშაბათს, 24 ივნისს, 15:00 საათზე, თსუ II კორპუსის #227 აუდიტორიაში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
ფიზიკის დეპარტამენტის  სამეცნიერო სემინარი

მოხსენების თემა:  „კულონური შტურმის ფუნქციები სფეროიდალურ კოორდინატებში, თვისებები და გამოყენება“

მომხსენებელი: პროფ. თამაზ კერესელიძე

ანოტაცია:    ნაშრომში დამუშავებულია კულონური შტურმის ფუნქციების მიღების სქემა, შესწავლილია აღნიშნული ფუნქციების  თვისებები და ნაჩვენებია ორატომიანი მოლეკულების მახასიათებლების გამოთვლებში მათი როგორც საბაზისო ფუნქციების გამოყენების ეფექტურობა. დადგენილია მიღებული ფუნქციების კავშირი ჰეუნსის ფუნქციებთან.
Print

« იხ. ყველა სიახლე