2016-03-17
ოთხშაბათს, 23 მარტს 15:00 საათზე, თსუ II კორპუსის #227 აუდიტორიაში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
ფიზიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი
მოხსენების თემა: „მოლეკულური რადიოლოგია და დნმ“
მომხსენებელი: ვასილ ბრეგაძე (ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი,თსუ, ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი)
ანოტაცია: მოხსენებაში
წარმოდგენილი იქნება უსისხლო ქორურგიის (თერაპიის) სხვადასხვა რადიოლოგიური
და ქიმიური მეთოდების მოკლე აღწერა, მათ შორის ადრონული, იზოტოპური,
γ-გამოსხივება, ფოტო, მიკროტალღური, პლაზმური, ფერმენტული და სხვა. ვრცლად
იქნება მოხსენებული დნმ-ის მოლეკულის როლი, როგორც სამიზნე რადიოლოგიურ და
ქიმიოთერაპიაში, აგრეთვე მისი როლი ნანომოლეკულურ, ფოტოინდუცირებულ და
ჟანგვა-აღდგენით პროცესებში.
« იხ. ყველა სიახლე