2019-01-25
აზიის სამეცნიერო ბანაკი 2019"
2019 წლის 28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ შანტოუში (გუანდონის პროვინცია, ჩინეთი) გაიმართება „აზიის სამეცნიერო ბანაკი 2019“,სადაც ლექციებს წაიკითხავენ ნობელის პრემიის ლაურეატები და ცნობილი მეცნიერები .
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის და ქიმიისა საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს
კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები:
- მაღალი აკადემიური მოსწრება;
- საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების პირველი ან მეორე წელი;
- ასაკი - არაუმეტეს 21 წელი
- ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაცია, წერა, კითხვა).
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- CV (ინგლისურ ენაზე);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ სემესტრის და საბაკალავრო პროგრამის მითითებით;
- ამონაწერი სასწავლო ბარათიდან;
- პირადობის მოწმობის ასლი.
საბუთების წარდგენა:
თსუ II კორპუსი, ოთახი # 108 , 2019 წლის 1 დან 11 თებერვლის ჩათვლით
„აზიის სამეცნიერო ბანაკი 2019“ის მონაწილეთა შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება შედგება 2019 წლის 13 თებერვალს, 16 სთ-ზე, თსუ მეორე კორპუსი, აუდიტორია 223.
« იხ. ყველა სიახლე