2019-03-29
გაერთიანებული სემინარი ალბათობასა და სტატისტიკაში
3 აპრილს 16:00 საათზე, თსუ მე-11 კორპუსის, აუდიტორია #421-ში გაიმართება გაერთიანებული სემინარი ალბათობასა და სტატისტიკაში.
მომხსენებელი: ნოდარ ჯიბლაძე (მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მკვლევარი სოციალურ მეცნიერებათა სფეროში)
თემა: „პოსტმოდერნიზმი როგორც დღევანდელი დროის ქარგა და ცივილიზაციური ფენომენი“.
ანოტაცია: მოცემული მოხსენება ერთიანი მოდულის, “ცხოვრების ტექსტის კითხვა“, პირველი მოხსენებაა, რომელთანაც უშუალოდაა გადაბმული ორი მომდევნო მოხსენება: (2) გლობალიზება და მისი განვითარების პროცესი (ამოსავალი წერტილები; რაობა; მიმდინარეობა; მიმართებები; დღევვანდელი სტატუსი); და (3) მოქმედების ციკლები და მათი უთიერთგადასვლები (პოლიტიკის ციკლი → პროგრამის ციკლი → პროექტის ციკლი) – გლობალიზების პროცესის წარმართვის ძირითადი ინსტრუმენტი.
როგორც “რეალური მოვლენა” პოსტმოდერნიზმი დაიწყო ჩრდილოეთ ამერიკაში, XX საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევარში; როგორც სოციო-კულტურული, “ცივილიზაციური ფენომენი” პოსტმოდერნიზმი ძირითადად ევროპაში ჩამოყალიბდა – XX საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული და მთელი 80-იანი წლები; 90-იანებიდან დაწყებული პოსტმოდერნიზმი ცხოვრების ფორმა და ფარგალი ხდება. ფორმალურად აქ ორი ძირითადი ტერმინი იკვეთება: “პოსტმოდერნიტი“ (Postmodernity), ანუ ‘თანამედროვეობის შემდგომი’; და “პოსტმოდერნიზმი“ (Postmodernism), კომპლექსური ‘ინტელექტუალური ფენომენი’. მოხსენებაში ეს ორი ტერმინი ინტეგრირებულია ერთ ცნებაში “პოსტმოდერნიზმი“, რომელიც დღევანდელი დროის ქარგის კრებით სახელად წარმოდგება.
« იხ. ყველა სიახლე