23 აპრილს, 14 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, საჯარო და კერძო სკოლების IX-X კლასის მოსწავლეებისათვის, ტარდება ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში – ფინალი. ფინალურ ტურში მონაწილეობას იღებს II ტურში გამარჯვებული 10 გუნდი,
ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდება ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა თასი სამახსოვრო წარწერით;
საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი;
გამარჯვებულებს გადაეცემათ SDSU-საქართველოს და თსუ-ს მიერ დაწესებული პრიზები;
მონაწილე გუნდების თითოეულ წევრს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო სუვენირი.
ელექტრონული ოლიმპიადის მხარდამჭერია ტემპუსის პროექტი ARMAZEG
http://armazeg.com/
ჩატარების ადგილი: თსუ I კორპუსი, ოთახი 321