2015-06-25

ვიტოლდ ბროსტოუს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება


29 ივნისს, 10.30  საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩრდილოეთ ტეხასის (აშშ) უნივერსიტეტის რეგენტ პროფესორს, მასალათა მეცნიერებების და ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორს, ავანგარდული მასალების მსოფლიო ფორუმის (Polychar)-ის პრეზიდენტს,  საპატიო პროფესორს ვიტოლდ ბროსტოუს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, მეცნიერები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.

პროფესორ ვიტოლდ ბროსტოუ ქიმიის და ქიმიურ მასალათმეცნიერების დარგის თვალსაჩინო მკვლევარი, ჩრდილოეთ ტეხასის (აშშ) უნივერსიტეტის მასალათმეცნიერების ცნობილი ლაბორატორიის (LAPOM) დამაარსებელი და ხელმძღვანელია. პროფესორ ვიტოლდ ბროსტოუ არის რამდენიმე უნივერსიტეტის Dr.H.C., ევროაკადემიის წევრი, მექსიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების წევრი, მასალათმეცნიერების საერთაშორისო საბჭოს თვმჯდომარე, მასალების სწავლების ჟურნალის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, საქართველოს ქიმიურ საზოგადოების საპატიო წევრი და სხვა. პროფესორი ვიტოლ ბროსტოუ არის რამდენიმე რეიტინგული ჟურნალის თანარედაქტორი და რედკოლეგიის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს 390-მდე სამეცნიერო ნაშრომი მაღალი რეიტინგის სამეცნიერო ჟურნალებში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე