2017-04-25
2017 წლის 27 აპრილს 15:00სთ-ზე გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი. წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო მოხსენება:
მოხსენების თემა: "ფიზიკური ქიმიის ახალი მიმართულება – ფემტოქიმია და მისი პერსპექტივები"
მომხსენებელი: ფიზიკური ქიმიის კათედრის ემერეტუსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ჯუმბერ კერესელიძე.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის პრ. 3, თსუ, 2 კორპ., აუდ.217
სამეცნიერო სემინარის მდივანი, ასოც. პროფ. მარინა ტრაპაიძე
« იხ. ყველა სიახლე