2011 წლის 2 ივნისს, ხუთშაბათს 15.00 საათზე, თსუ XI კორპუსში, აუდიტორია № 421-ში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა
მოხსენებას თემაზე:
შემთხვევითი ზომების ზოგიერთი თვისება და გამოყენება
წაიკითხავს: ალექსანდრე ტყეშელაშვილი
რეზიუმე
შესწავლილია შემთხვევითი ზომების ზოგიერთი თვისება, რომლებიც დაკავშირებულია მათი განაწილების ზომებთან. მიღებულია გარდაქმნის ფორმულები. მოცემულია ამ შედეგების სტატისტიკური გამოყენებები.