2010-12-24
25 დეკემბერს, 17 საათიზე, ბიოლოგების კორპუსის 417-ე აუდიტორიაში გაიმართება "საინფორმაციო სისტემების" სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტების რეგულარული სემინარის - ”ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიები” მორიგი სხდომა.
სემინარის თემა: პროგრამირება Android-ისათვისმომხსენებელი: ირაკლი მანაგაძე
დასწრება თავისუფალია, თუმცა რეკომენდებულია მათთვის ვისაც პროგრამირებაში გარკვეული გამოცდილება აქვს.
მოკლე ანოტაცია
Android არის მობილური ოპერაციული სისტემა, რომელიც უკანასკნელ წლებში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მწარმოებელი კომპანია Android Inc. 2005 წელს შეიძინა კომპანია Google Inc.-მა, რომელიც ამჟამად ავითარებს ამ პროდუქტს Open Handset Alliance ჯგუფის ფარგლებში. სისტემა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, პროგრამირების ენა Java-ზე დაწერილი საკუთარი პროგრამები გაუშვან მობილურ ტელეფონებზე. ამისათვის ის შეიცავს ობიექტზე ორიენტირებულ Framework-ს, რომელიც ეყრდნობა Java-ს საბაზისო ბიბლიოთეკებს და ვირტუალურ მანქანას Dalvuk. თავად სისტემა დამყარებულია Linux ოპერაციული სისტემის ბირთვზე.
რამდენიმე სატელეფონო კომპანია იყენებს Android ოპერაციულ სისტემას, როგორიც არის HTC Nexus One, Sony Ericsson Xperia X10 და სხვები. ასევე არსებობს Tablet PC-ები (მცირე ზომის კომპიუტერები, რომლებიც ასევე Android-ით მუშაობენ.
სემინარის მიზანია, მსმენელებს გააცნოს სისტემა Android-ის არქიტექტურა და ამ სისტემისთვის პროგრამების შექმნის ზოგიერთი ასპექტი.
« იხ. ყველა სიახლე