2018-12-25
მათემატიკის ინსტიტუტის ალგებრის განყოფილების სემინარი
2018 წლის 27 დეკემბერს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, მე-6-ე სართულზე, აუდიტორია N 612 -ში შედგება რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ალგებრის განყოფილების სემინარი.
მოხსენების თემა: "პოლინომიალური ასახვები და ვიტის ვექტორები"
მომხსენებელი: ირაკლი პაჭკორია
ანოტაცია: ვიტის ვექტორების რგოლი არის ენდოფუნქტორი კომუტაციური რგოლების კატეგორიაზე. მოხსენებაში ნაჩვენები იქნება, რომ სინამდვილეში ვიტის ვექტორებსაქვთ დამატებითი ფუნქტორიალობა პოლინომიალური ასახვების მიმართ. ასევე ამ ფაქტის გამოყენებები ალგებრასა და ტოპოლოგიაში. ეს შედეგები მიღებულია ე. დოტო და კ. მოისთან ერთად.
« იხ. ყველა სიახლე