ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტების საყურადღებოდ!
თსუ რექტორის 2015 წლის 5 ნოემბრის N 205/01-01 ბრძანების საფუძველზე
ცხადდება კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლის ყოველსემეტრული (ერთი სემესტრის განმავლობაში) დაფინანსების მოსაპოვებლად
კონკურსში მონაწილეობის მსურველ დოქტორანთა საბუთები მიიღება 2015 წლის 6 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ მეორე კორპუსი, N 110) 10.00-დან 17.00 საათამდე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ
2) ავტობიოგრაფია (CV);
3) სამეცნიერო პუბლიკაციების სია
4) სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა,
5) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
6) ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით (გარდა პირველსემესტრელი დოქტორანტების)